ჩვენ შესახებ

საფინანსო ორგანიზაცია "Credline" დაარსდა 2011 წელს. დაარსების დღიდან კომპანია დინამიურად ვითარდება. საქმიანობის მოცულობის ზრდასთან ერთად გაფართოვდა ფიალიალების ქსელიც. ამჟამად კომპანიას აქვს ხუთი სერვის ცენტრი თბილისის მასშტაბით, ერთი სერვის ცენტრი რუსთავში, ორი სერვის ცენტრი ქუთაისში და ერთიც ბათუმში. მომავალში იგეგმება რამოდენიმე სერვის ცენტრის გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.


"Credline"-ის პრიორიტეტია მომხმარებლის სწრაფი, მაღალ ხარისხიანი,გამჭვირვალე და მაქსიმალურად მომხმარებელზე მორგებული ფინანსური მომსახურების უზრუნველყოფა. ის, რომ კრედლაინი წლების განმავლობაში ინარჩუნებს კონკურენტუნარიან პოზიციას ბაზარზე ჩვენი ლოიალური მომხმარებლების დამსახურებაა.

 

                                                                                             

 

 

კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ძვირფასი ქვებისა და ლითონების სალომბარდო მომსახურება, ავტო სესხების გაცემა და ვალუტის ყიდვა–გაყიდვა. ჩვენი მიზანია შევქმნათ მაქსიმალურად დახვეწილი და კონკურენტუნარიანი საკრედიტო პროდუქტები, რომლებიც მორგებული იქნება მომხმარებლის საჭიროებებზე. ამავე დროს კომპანია აგრძელებს მომხმარებლისთვის მაქსიმალურად მორგებული პირობებით ახალი პროდუქტების დამატებას.